ქამარი „საქილე“ – ტრადიციის და თანამედროვეობის ნაზავი აღმოაჩინე ქართული კულტურის უნიკალური სული თანამედროვე ხედვით. „საქილე“ არის ხელით შექმნილი ქამარი, რომელიც შთაგონებულია ქართული ხალხური სამოსიდან და ახლებური ინტერპრეტაციითაა წარმოდგენილი. ფერადი, გრაფიკული ორნამენტები და მკვეთრი დეტალები განსაკუთრებულ ხასიათს სძენს როგორც სადღესასწაულო, ისე ყოველდღიურ ჩაცმულობას.
გამოყენებულია მაღალი ხარისხის აბრეშუმი და კაბარდინი, რაც ქამარს სილამაზესთან ერთად გამძლეობასაც ანიჭებს.
• მასალა: აბრეშუმი, კაბარდინი
• ფერი: მრავალფეროვანი ორნამენტი შავი და წითელი აქცენტებით
• სტილი: ეთნიკური შთაგონებით, თანამედროვე დიზაინი
• გამოყენება: ქამარი, რომელსაც მარტივად შეუხამებ კაბას, კომბინიზონს თუ ზედას
ატარე შენი ისტორია სტილით!